"პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და არც გამოვეკიდებით მას, აქედან გამომდინარე ვტოვებთ ჩვენს პოზიციას. მმართველ პარტიას ვთხოვ, რომ ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას" , - განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.
ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი თანამდებობებზე მას შემდეგ დაინიშნენ, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორი, 2018 წლის აგვისტოში, გიორგი ხოჯევანიშილი გახდა.