სპორტული სკოლის მოსწავლეები სექტემბრიდან სწავლას განახლებულ დარბაზებში გააგრძელებენ.
"პროექტის ფარგლებში, შეკეთდა ტანვარჯიშის დარბაზის სახურავი. ოთხ დარბაზში, ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი. ყველა დარბაზში მოწესრიგდა სველი წერტილები, გასახდელები და მწვრთნელების ოთახები. პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში, მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სექციებთან ერთად, სპორტის 20 სახეობაში, ორი ათასამდე სპორტსმენი ვარჯიშობს. აქ, სწავლა უფასოა და ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა რანგის ტურნირებზე სპორტსმენთა მონაწილეობაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ხორციელდება.