Print this page
სამშაბათი, 22 ივნისი 2021 12:16

ხუბულური: „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზეც უკონკურენტოდ გაიმარჯვებს

Rate this item
(0 votes)

წინასაარჩევნო კამპანიაში ყოფილი პარლამენტარი თენგიზ ხუბულურიც ჩაერთვება.

 

 

მისი განმარტებით, განახლების შედეგად გორში ძლიერი გუნდი შეიკვრება და ამჯერადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

 

 

თენგიზ ხუბულური რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას გიორგი ხოჯევანისვილისა და მისი თანაგუნდელების შანსებზეც საუბრობს და მათ "ნაციონალური მოძრაობასთან" აიგივებს. ხუბულური თვლის, რომ გორში ამომრჩევლის ნდობას ისევ მმართველი გუნდი ინარჩუნებს, რაც მისი აზრით 2021 წლის არჩევნების შედეგებით დადასტურდება.

 

 

"ვერთვები აქტიურად გორში საარჩევნო კამპანიის პროცესში და რასაც აქამდე ვაკეთებდი მმართველი გუნდისთვის, ისევ გავაგრძელებ და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ისევ გამოვიყენებ. რაც შეეხება ხოჯევანიშვილს და მის თანამოაზრეებს, ეგენი თავიდანვე ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ და ეს ამომრჩეველმაც კარგად იცის. "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებზეც ვერ ეყოლება კონკურენტი და დიდი უპირატესობით ისევ გავიმარჯვებთ. რაც შემეხება მე, საპარლამენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ არსად დავსაქმებულვარ და ამ ეტაპზე არც ის ვიცი სად გავაგრძელებ საქმიანობას. სადაც გუნდი ჩათვლის საჭიროდ იქ ვიქნები", -უთხრა რადიო "მოზაიკას" ყოფილმა პარლამენტარმა, თენგიზ ხუბულურმა.

Read 854 times