Back to Top
ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021 11:43

გორში ქართული გამოცდაზე 2000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული 

Rate this item
(0 votes)

გორში ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი დაიწყო. საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს გამოცდას ქართულ ენაში აბარებენ.

 

 

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით წელს გორში ქართულის გამოცდაზე 2170 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

 

 

როგორც საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი, თინათინ გვერდწითელი ამბობს, პირველ სესიაზე 364 აბიტურიენტი იყო დარეგისტრებული.

 

 

"გამოცდაზე დაგვიანების ფაქტი არ დაფიქსირებულა, ყველაფერმა წესის მიხედვით ჩაიარა. არც კოვიდიანი აბიტურიენტების შესახებ გვქონია ინფორმაცია. ხვალ იქნება მეორე სესია ქართულის გამოცდის", - გვითხრა თინათინ გვერდწითელმა.   

Read 284 times