გახარია და მისი გუნდი გორში, პარტიის ოფისის გახსნაზე იმყოფებოდნენ. მასთან შესახვედრად გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები მივიდნენ და შენობის გარეთ იცდიდნენ, თუმცა მათთან გასაუბრება პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერმა არ ისურვა და ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ, შენობა დატოვა.
ინფორმაციისთვის, გოგებაშვილის ქუჩაზე პარტია "საქართველოსთვის" რეგიონული ოფისი გაიხსნა. შენობასთან გარდაცვლილი ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები ტრანსფარანტებით მივიდნენ. გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ მისი შვილის საქმე დღემდე არ გამოიძიეს შესაბამისმა უწყებებმა და პროცესის გაჭიანურება სწორედ გიორგი გახარიას თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში ხდებოდა.
ამავე თემაზე: გარდაცვლილი მერებაშვილის ოჯახი გახარიას ახალგახნილ ოფისთან აქციას მართავს