Back to Top
ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021 23:13

ენმ გორის მერობისთვის 3 კანდიდატურას განიხილავს

Rate this item
(0 votes)

წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, გორში "ნაციონალური მოძრაობა" მერობის კანდიდატებზე მსჯელობს.

 

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიაში 3 კანდიდატურა განიხილება, რომელთაგან ერთ-ერთი მერობის კანდიდატი იქნება.

 

სავარაუდო კანდიდატებს შორის არიან - ვასილ მახარაშვილი, გიორგი ქერდიყოშვილი და ზვიად ხმალაძე. სამივე მათგანი წარმოშობით გორიდანაა და მათ სხვადასხვა თანამდებობები ეკავათ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს.

 

იმ პერიოდში, ზვიად ხმალაძე გორის საკრებულოს თავმჯდომარე იყო; ვასილ მახარაშვილი გორის გამგებელილი; გიორგი ქერდიყოშვილი კი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში. 

Read 886 times Last modified on ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021 23:29