მისი აზრით, ეს ფაქტი შემთხვევით არ მომხდარა და გიორგი გახარიას გორში ვიზიტს უკავშირდებოდა.
მისი თქმით, ხელისუფლება მათ გუნდზე მიზანმიმართულად ცდილობს საარჩევნოდ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისას ხელი შეუშალოს, თუმცა როგორც გახარიას გუნდის წევრები განმარტავენ, ამით მათი მხარდამჭერების რაოდენობას ვერ შეამცირებენ.
"დავუშვით, რომ შეიძლებოდა დამთხვევა ყოფილიყო, მაგრამ გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში, აქტუალური მუსიკის ფესტივალის "Close Encounters Festival", რომელშიც მოწვეული საერთაშორისო მუსიკოსები მონაწილეობდნენ, დაწყებიდან 5 წუთში რომ შუქი ჩააქრეს, ამას რა ეწოდება, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. იმისთვის რომ მაყურებლისა და ჩვენი უცხოელი სტუმრების წინაშე ქვეყნისთვის სამარცხვინო ფაქტი რამენაირად გამოგვესწორებინა, დავტოვეთ დარბაზი. გაგიკვირდებათ და ზუსტად 5 წუთში შუქიც მოვიდა. ჩვენ მთელს საქართველოში ვივლით და ამ მართლაც "დამთხვეულებს" მთელი საქართველოს ჩაბნელება მოუწევთ, რასაც, ეჭვი მაქვს, არ მოერიდებიან!", - წერს გიორგი ხოჯევანიშვილი.