Back to Top
შაბათი, 03 ივლისი 2021 12:30

სოფელ ატენში ცენტრალური ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 23მ - იანი ცენტრალური ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

ატენის დეპუტატი გორის საკრებულოში, შოთა ვანიშვილის თქმით ხიდის რეაბილიტაცია 6 თვეში დასრულდება.

 

"ხიდი არის დაზიანებული, ბურჯი ძირზე აღარ ედებოდა რაც სასწრაფოდ შეკეთებას ითვალისწინებდა. ხიდის სიგრძე 23 მ - ია , სიგანე 11მ - მდე, ამის რეაბილიტაცია 6 თვეში უნდა დასრულდეს, შეკეთების პროცესში ავტომობილების გადაადგილება არ შეფერხდება", - ამბობს შოთა ვანიშვილი

 

 

ხიდის რეაბილიტაციაზე 595 000 ლარი დაიხარჯება. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს.

Read 424 times