Back to Top
შაბათი, 03 ივლისი 2021 14:01

ხელთუბანში ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის ვიტალი თაყაძის სახელი მიენიჭა 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ერთ-ერთ ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის ვიტალი თაყაძის სახელი მიენიჭა.

 

 

ქუჩისთვის სახელის მინიჭება თანასოფლელებმა ითხოვეს, ინიციატივა კი სოფლის დეპუტატმა გორის საკრებულოში გიორგი შიოშვილმა დააყენა.

 

"ვიტალი თაყაძის სახელობის ქუჩაზე  განთავსებული სახლები უკვე დანომრილია, დიდება მის ხსოვნას", - წერს შიოშვილი

 

 

ინფორმაციისთვის, ვიტალის 7 აგვისტოს, სოფელ ავნევთან ერთ-ერთი შეტაკების დროს, ჭურვის ანასხლეტი კეფაში მოხვდა და დაიღუპა. საომარი მოქმედებების გამო, მის დაკრძალვას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. ვიტალი თაყაძე ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

Read 502 times Last modified on შაბათი, 03 ივლისი 2021 14:05