გორელ ფოტოგრაფთა კლუბი არის მოხალისეობრივ საწყისებზე შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროექტს ART HOUSE - ხელოვნების სახლი.
პროექტი მოიცავს არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, საჯარო ლექციების კურსს, მუდმივმოქმედ საგამოფენო სივრცეს და ხელოვნების განვითარების ხელშეწყობას.
საჯარო ლექცია დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.