ეს თანამდებობა ვალერიან მჭედლიძის გადაწყვეტილებით "ქართული ოცნების“ კოორდინატორმა აბიკო (აბელ) აბესაძემ დაიკავა. ინფორმაციას გუბერნიის პრესსამსახური ადასტურებს.
ინფორმაციისთვის, გასულ კვირას შიდა ქართლის გუბერნატორის 2 მოადგილემ დატოვა თანამდებობა. ამირან ქრისტესიაშვილის ნაცვლად მეორე მოადგილის პოზიცია ყოფილმა პარლამენტარმა, თენგიზ ხუბულურმა დაიკავა.