ეს საკითხი ბოლო პერიოდში არაერთხელ შეახსენეს გორის უკვე არჩეულ მერს, თუმცა კონსტანტინე თავზარაშვილი ახლა უკვე პროცესის გაჭიანურების მიზეზებს განმარტავს და დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი მისი უფლებამოსილების ამუწურვამდე გადაიჭრება.
"ჩემი წინასაარჩევნო დაპირება აუზთან დაკავშირებით შეეხებოდა ძველი შენობის რეაბილიტაციას. კერძო მესაკუთრე ჰყავდა მაგ ადგილს. შემდეგ ისევ მოხდა ამ ობიექტის გადაყიდვა და იყიდა კერძო ინვესტორმა, რომელმაც დააანონსა და გვითხრა, რომ 5 თვეში აუცილებლად გააკეთებდა აუზს, სწორედ ამის საფუძველზე გავაკეთე მე ის დაპირება, რომ გორს ძალიან მალე ექნებოდა საცურაო აუზი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კერძო საკუთრება, 4 -ჯერ მოხდა ამ აუზის გადაკეთება. საბოლოო ნიმუში მესაკუთრემ შემოიტანა სულ ახლახანს და დარწმუნებული ვარ გორს მალე ექნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საცურაო აუზი. ეს იმხელა ხარჯებს მოითხოვს, რომ ვერანაირად ვერ იქნება უფასო. მანდ იქნება მეორე აუზი, რომელიც გათვლილია სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისათვის და მანდ შეეძლებათ სიარული ვისაც ამის საჭიროება ექნება. მანამდე კი ჩვენ სხვა კერძო მესაკუთრის მიერ გახსნილ აუზზე ვაძლევთ საშუალებას უფასოდ იარონ (ყოფილი ინტურისტის შენობაში)",-აცხადებს გორის მერი.