Back to Top
ორშაბათი, 15 თებერვალი 2021 14:58

როგორ და რატომ უნდა მოვინახულოთ ბიისის ჩანჩქერი?

Written by
Rate this item
(0 votes)

ფოტოები: ანი ბირთველიშვილი

 

ბიისის ჩანჩქერი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისთან ახლოს, მდინარე ტანას ხეობაში მდებარეობს, ჩანჩქერი ზღვის დონიდან 1080 მეტრზეა. ბიისის ჩანჩქერი შესანიშნავი ადგილია მცირე ლაშქრობის მოსაწყობად.

 

 

გზიდან ჩანჩქერამდე ფეხით გასავლელი დაახლოებით 4 კილომეტრია. ლაშქრობის მსურველებმა გაითვალისწინეთ, რომ გზად ხშირად მოგიწევთ მდინარის გადაკვეთა. შესაძლებელია, ველოტურის მოწყობაც ან/და მანქანით პირველი 500 მეტრის გავლა, რომელიც მდინარეზე გადადის. შემდეგ უკეთესია მანქანა გააჩეროთ და ტაფა ყანდის ხეობა გაიაროთ ფეხით.

 

 

ბილიკი მიდის მდინარის გვერდით, რაც ხეობის დათვალიერების საშუალებას იძლევა. გზად გვხვდება მდინარის ულამაზესი კასკადები, რასაც გარშემო აკრავს მაღალი კლდეები და უნიკალური ენდემური ტყე. სანამ ჩანჩქერთან მივალთ, ხშირად მოგვიწევს მდინარის გადაკვეთა ფეხით ულამაზეს ვიწრო ხეობაში. ტანსაცმლის შერჩევისას ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.


ჩანჩქერის სიმაღლე 15 მეტრამდეა. მის ძირში წყალი გუბდება და პატარა აუზი წარმოიქმნება, სადაც ბანაობა და გაგრილება შეგიძლიათ. ზამთარში ბიისის ჩანჩქერი იყინება. იგი ყოველწლიურ ყინულზე ცოცვის შეჯიბრებისათვის გამოიყენება და ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია.

 

 

 

 

Read 538 times Last modified on ორშაბათი, 15 თებერვალი 2021 15:19