Print this page
შაბათი, 20 თებერვალი 2021 13:58

მწერლობა, როგორც ბრძოლის იარაღი - 5 ფემინისტური წიგნი

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნათია სიდამონიძე

 

გენდერული უსამართლობის და არათანაბარი სოციალური პირობების წინააღმდეგ უხსოვარი დროიდან სხვადასხვა ხერხებით და ფორმებით ბრძოლობდნენ ქალები. ერთ-ერთი კი ლიტერატურა, მწერლობა გახლავთ. 

 

 

მერი უოლსტოუნკრაფტი ინგლისელი მწერალი, ფილოსოფოსი და ქალთა უფლებების დამცველი გახლავთ. მან 1792 წელს დაწერა წიგნი "ქალთა უფლებების დაცვა". ეს მაშინ, როდესაც საკმაოდ არასტაბილური სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა იყო. ამას გარდა, ეს საფრანგეთის რევოლუციის ფონზე მოხდა. წიგნში შესულია სხვადასხვა ადამიანების მოსაზრებები ქალთა უფლებების შესახებ ექვსი ესსეს მეშვეობით. ასევე მოთხრობილია მერის ცხოვრების და მუშაობის შესახებ. აღნიშნული პოლიტიკური კრიზის დროს მსგავსი თემის წინა პლანზე წამოწევა და ქალთა უფლებებზე საუბარი იმ დროისთვის საკმაოდ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, თუმცა ავტორმა მაინც მოახერხა ისეთ საკითხებზე საუბარი, რომელიც ქალბატონებს აწუხებდათ და ხმამაღლა გამოხატა საკუთარი მოსაზრებები იმ უფლებების შესახებ, რაც ყოველი ადამიანისთვის ერთმნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია. უოლსტოუნკრაფტს დაწერილი აქვს ასევე ნოველები, ტრაქტატები, მოგზაურობანი, საფრანგეთის რევოლუციის ისტორია და საბავშვო წიგნები.

 

 

სილვია პლათის "ზარხუფი" ავტობიოგრაფიული რომანია. ის 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა. სილვია მეოცე საუკუნის ამერიკელი მწერალია და მისი სახელი ფემინიზმთან ასეოცირდება. თუმცა ფემინისტების, ჰიპების და 60-იანი წლების ამერიკის პროტესტანტებსა თუ თავისუფლებისმაძიებლებს რამოდენიმე წლით უსწრებს წინ საკუთარი მოსაზრებებით და აქტიური მოქმედების მისეული შეხედულებებით. ზარხუფი, რომელიც სილვიას რომანის სათაურია, ერთგვარი ამოპირქვავებული მინის გამჭვირვალე ქილაა. რომანის შინაარსის მიხედვით, მისი გადაადგილება მარტივია მაშინ, როდესაც ამ ზარხუფის ტყვე თავად არ ხარ. ავტობიოგრაფიული რომანში ესთერი, სილვია პლათის პროტოტიპია. ნიჭიერი ახალგაზრდას თავზე მოულოდნელად ჩამომხობილი ზარხუფი მისი ცხოვრების  და გარშემომყოფების გამყოფია, მისგან თავის დაღწევა კი საკუთარი გონების, ვნების, ნიჭის დაყოლიებასა და სიცოცხლის სურვილზე მათ ჩაჭიდებას მოითხოვს.

 

ინგლისელი მწერლის დორის ლესინგის "ოქროს დღიური" ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული. წიგნი 1962 წელს გამოქვეყნდა და მასში თავისუფალი ქალის, ანა ვულფის შესახებ ვკითხულობთ. ნაწარმოების გმირი მისი შვილის, საყვარლის, მეგობარი მოლის, მისი ვაჟის და კიდევ ბევრი სხვა რამის შესახებ აგროვებს ისტორიებს და თითოეული მათგანის ამბავს, სხვადასხვა ფერის რვეულებში წერს. ყველა ამ ისტორიის შემაჯამებელი კი ოქროსფერი დღიური ხდება. სწორედ "ოქროსფერ დღიურში" იყრის სხვადასხვა ისტორია ერთ მთლიანობად თავს. ნაწარმოებში მოთხრობილი ისტორია კი, ნამდვილად იქცა ფემინისტურ კლასიკა. ქალების ბრძოლა საკუთარი პიროვნებების სრულყოფილებისთვის იდეალური გამოდგა იმისთვის, რომ ამ ნაწარმოებს ასეთი შეფასება მოჰყოლოდა. თავად ავტორი კი ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა:  

 

"სულაც არ მიფიქრია ფემინისტებისთვის ბიბლიის დაწერა. მე მხოლოდ ჩემი გამოცდილება და ის აღვწერე, თუ როგორ ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ ქალები, როგორ ეძებდნენ თავიანთ ადგილს საზოგადოებასში, პოლიტიკასა და სექსში".

 

ტონი მორისონის რომანი "საყვარელი" ამერიკელ საზოგადოებაზე მოგვითხრობს და მას საფუძვლად ცნობილი ტრაგიკული ამბავი უდევს დედისა, რომელმაც საკუთარი ხელით მოკლა შვილი, როდესაც დარწმუნდა, რომ ბავშვს კვლავ მონობა ელოდა. რომანი 1987 წელს გამოქვეყნდა და მომდევნო წელს პულიცერის პრემია მიიღო. ხუთი წლის შემდეგ კი, სწორედ ამ ნაწარმოებისთვის ავტორმა ნობელის პრემია დაიმსახურა. ჟურნალმა "თაიმმა" მორისონის რომანი 1923-2005 წლებში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული 100 საუკეთესო რომანის სიაში შეიტანა. რომანის მიხედვით, ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს, 2005 წელს ლიბრეტო დაიწერა და "საყვარელის" მიხედვით ამერიკაში ოპერა დაიდგა. ტონი მორისონი ამერიკელი მწერალია. მისი ნაწარმოებები ეპიკური თემებით გამოირჩევა და მიუხედავად იმისა, რომ აფრიკაში თავად არ არის ნამყოფი, აფრიკელ-ამერიკელ ხასიათს განსაკუთრებით დეტალურად აღწერს.

 

 

სალომე ბენიძის პროზაული კრებული "ქალაქი წყალზე" საერთო ხაზით დაკავშირებული, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთისგან დამოიუკიდებელი მოთხრობების ერთობლიობაა. ავტორის თქმით, ეს წიგნი ყველა გოგონასთვისაა, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს. ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შეუძლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, აგრძელებს გზას. ეს მათთვისაა, ვისაც ბევრჯერ დაუძლევია შიში და არასდროს უთქვამს უარი საკუთარ თავზე. "ქალაქი წყალზე" არის ყველა იმ ბიჭისთვისაც, ვისაც ჰყოფნის სიყვარული და ამბიცია, რომ გვერდით ძლიერი გოგო ჰყავდეს. მოქმედება ერთ ქალაქში სხვადასხვა დროს ხდება. წიგნის მთავარი გმირები ძლიერი, შეყვარებული, დამოუკიდებელი ქალები არიან, რომლებიც გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და შედეგებზეც თავად არიან პასუხისმგებლები. წიგნის თითოეულ გმირს განსაკუთრებული უნარები გააჩნია, ბუნებრივ ძალებთან ურთერთობა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.   

Read 352 times