Back to Top
შაბათი, 07 ივლისი 2018 13:42

მახო მიქელაძე: ადამიანი ღია უნდა იყო, რომ ისიამოვნო შენი სხეულით

Written by
Rate this item
(0 votes)

“ჩემთვის მთავარია, მე რა მომწონს“, - ამ საკითხზე ჟურნალისტმა, მახო მიქელაძემ რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ფორთოხალი" ისაუბრა

„შურიანი თვალები ბევრჯერ მიგრძვნია. სიმართლე გითხრა, არ მაღიზიანებს, მკიდია, ვის რა მოწონს და ვის რა აღიზიანებს, მთავარია მე რა მომწონს და რა მაღიზიანებს. ეს არის ჩემთვის მთავარი“, - თქვა ჟურნალისტმა და იქვე აღნიშნა, რომ "ადამიანი მაქსიმალურად ღია უნდა იყო, რომ ისიამოვნო შენი სხეულით“.

კითხვაზე, როგორი ვერ წარმოგიდგენია საკუთარი თავი, ჟურნალისტმა ასე უპასუხა: 

„ვერ წარმომიდგენია ბანკირი, ჩაფუთნული 40 გრადუს სიცხეში. მაქსიმალურად ღია უნდა იყო, რომ ისიამოვნო ამ შენი სხეულით, ამ შენი სილამაზით. სხვაც უნდა ასიამოვნო, რა თქმა უნდა. იმისთვის გაგაჩინა ღმერთმა, რომ მაქსიმალურად ღია უნდა იყო, ყველა კუთხით, ყველა მხრივ“, - თქვა მახო მიქელაძემ. 


შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ არის ყოველკვირეული გადაცემა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე გადის. 

Read 1805 times