Back to Top

შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს შრომითი ურთიერთობის პირობები, მათ შორის: სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, შრომის პირობების დაცვის წესები და ა.შ. ორგანიზაციების უმრავლესობის მსგავსად, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებსაც აქვთ ინდივიდუალური შინაგანაწესები დამტკიცებული.

 

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა რამდენად მოდის შესაბამისობაში რეალობასთან დოკუმენტით გათვალისწინებული წესები. ზოგიერთ ა(ა)იპ-ს გათვლილი აქვს საკადრო პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი თანამშრომლის მიღება სამსახურში; ასევე მითითებული აქვთ სამსახურში ჩაცმის და თამბაქოს მოხმარების წესები. გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ორგანიზაციის იმიჯზე ზრუნვას. თითოეული შინაგანაწესით, თანამშრომლებს უკრძალავს დაწესებულების იმიჯისშემლახავ ქმედებას.

 

წესები ბევრია, თუმცა რამდენად ხდება აღნიშნული პუნქტების შესრულება? - სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხება რადიო "მოზაიკას" მიერ მომზადებული საგამოძიებო მასალა.

 

Comment

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაწილი ა(ა)იპ-ების სასამართლო დავებს ხმარდება - მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს რიგ შემთხვევაში გათავისუფლებული თანამშრომლები, ზოგჯერ კი ბენეფიციარები უჩივიან. რა უჯდება სახელმწიფოს სასამართლოში მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ინტერესების დაცვა, ზოგჯერ კი სასამართლოს მიერ მათ მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენები.

 

არის შემთხვევები, როდესაც ა(ა)იპ-ს თანამშრომლები უბრალოდ სასამართლოში დავას ვერ იწყებენ, ამის მიზეზი კი ის მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებებია, რომელთა გაფორმებაც ა(ა)იპ-ებში უცვლელი პრაქტიკაა.

 

ვინ, რატომ უჩივის ან ვერ უჩივის ა(ა)იპ-ებს?  - ეს ის საკითხებია, რაზეც რადიო „მოზაიკამ“ მორიგი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.

 

Comment

როგორ დავხარჯოთ 14 000 ლარი? - ამ თანხით გორის მერია შეძლებდა დახმარებოდა მინიმუმ 28 ონკოლოგიურ პაციენტს, სამედიცინო მომსახურებას დაუფინანსებდა 46 სოციალურად დაუცველს და დაეხმარებოდა 14 ობოლ ბავშვს, თუმცა უწყებამ „უკეთესი“ გამოსავალი მოძებნა და გადაწყვიტა, რომ 14 000 ლარი გორის სოფელში ჩასიძებული რუსეთის გენერლის გვარის ისტორიის შესწავლაზე დაეხარჯა.


სამოქალაქო სექტორის შეფასებით, გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები თანხებს არაეფექტიანად ხარჯავენ და არც ისე იშვითად, ბიუჯეტის ხარჯზე ახლობელი ადამიანების მომადლიერებას ცდილობენ.


რადიო „მოზაიკას“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში ფინანსების არამიზნობრივი, არაეფექტური ხარჯვის არაერთი მაგალითი არსებობს.


ა(ა)იპ-ებში შეხვდებით ისეთ თანამშრომლებს, რომელთაც ევალებათ საწვავის ხარჯვის მონიტორინგი, ტურისტული ბრენდების შესწავლა-განვითარება და ა.შ. ასევე ნახავთ ისეთ პოზიციებს, რომლის მნიშვნელობა „გუგლმაც“ კი არ იცის. ერთ-ერთი ასეთია - მეკუჭნავე, რომელიც სპორტის სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილებაში მუშაობს, სადაც 10 მოსწავლისთვის 25 თანამშრომელი მუშაობს.

 

Comment

ტენდერი — სამუშაოს, მომსახურების, საქონლის შესყიდვის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის საშუალებით ხორციელდება პოტენციურ მიმწოდებელთა მოწვევა წინადადებების წარსადგენად.  გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპების ტენდერების სპეციალისტები რამდენიმე კრიტერიუმს გამოყოფენ - დამარცხებული კომპანიის შეთავაზებული ფასი ნაკლებია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საბოლოო ფასზე ან/და ტენდერი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში.

 

„ყველაფერი ჩაწყობილია“, „უსამართლოდ მოხდა ჩვენი დისკვალიფიკაცია“, „კორუფციული გარიგებებია“, - ეს იმ კომპანიების შეფასებებია, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.

 

საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ტენდერების ნაწილში „ქართული ოცნების“ შემომწირველები იმარჯვებენ, გამარტივებული შესყიდვების მიზნობრიობა არასათანადოდ არის არგუმენტირებული,  ზოგიერთ ტენდერში  კი იმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.

 

აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში პროკურატურა უნდა შევიდეს.

 

Comment

ხელისუფლება საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს - არჩევნების შეფასებისას ეს ერთ-ერთი ხშირად გაკეთებული დასკვნაა. საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა ადამიანებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღებასთან ერთად, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმების, სამსახურის შენარჩუნების ან/და დაწინაურების გარანტიაა. რა ხდება ამ კუთხით გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში? რა ფორმით ვხვდებით მათ თანამშრომლებს საარჩევნო პროცესებში და რა ზიანის მომტანია ეს პრაქტიკა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის?

 

Comment

გორის მუნიციპალიტეტის მერიას 11 ა(ა)იპი აქვს დაფუძნებული, თუმცა საკუთარ ვებ.გვერდზე უწყებას ნახევარი წლის წინ შექმნილი ა(ა)იპ-ის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს დამატებული - მერიის საიტზე გამოქვეყნებულ ა(ა)იპ-ების ჩამონათვალში ტრანსპორტის სააგენტო დღემდე არაა შეტანილი.

 

 

Comment

11 მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში, რომლის შენახვა გორის ბიუჯეტს წლიურად 20 მილიონ ლარზე მეტი უჯდება, სულ მცირე 3 000 ადამიანია დასაქმებული. ვინ არიან ეს ადამიანები? რის მიხედვით საქმდებიან ისინი და რა სარგებელს იღებს მუნიციპალიტეტი მათი დასაქმებით? - ეს ის კითხვებია, რომელიც წლებია ისმის. ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა ფორმით ცდილობს ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის კრიტიკა უსაფუძვლოდ წარმოაჩინოს, თუმცა ფაქტები, რომლებიც რადიო „მოზაიკამ“ მოიპოვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყოველწლიური დანახარჯი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაეფექტურია და ეს დიდწილად აღნიშნული ა(ა)იპების არასწორი საკადრო პოლიტიკით არის გამოწვეული.

 

Comment

2020 წელს, გორის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 3 974 ათასი ლარი შეადგინა.

Comment

მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო.

Comment

2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გორის მერია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუნიციპალიტეტში 15 მლნ 368 ათას 900 ლარის დახარჯვას გეგმავს.

Comment

გვერდი 1 სულ 21