Back to Top
სამშაბათი, 11 მაისი 2021 10:43

ლექსო ვალიაური: ნიკა მელიას ადგილას რომ ვიყო, არ დავდგებოდი მერობის კანდიდატად 

Rate this item
(0 votes)

რესპუბლიკური პარტიის გორელი წარმომადგენელი, ლექსო ვალიაური სოციალოურ ქსელში ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

 

 

ვალიაურმა პუნქტებად ჩამოწერა, რას გააკეთებდა ნიკა მელიას ადგილას რომ იყოს. 

 

 

"მე, რომ ნიკა მელიას ადგილას ვიყო დღეს :

 

1. არ დავდგებოდი მერობის კანდიდატად;


2. მოვემზადებოდი რიგგარეშე არჩევნებისთვის და შემდგომში პრემიერობისთვის;


3. შევიდოდი პარლამენტში ენმ-ესთან ერთად;


4. შევწყვიტავდი მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერების, ასევე თვითონ დოკუმენტის კრიტიკას და შევეცდობოდი ამ დოკუმენტის ყველაზე პოზიტიური შედეგებით განხორციელებას;


5. მომავალ თვითმართველობის არჩევნებზე არ გავერთიანედებოდი ბლოკში არავისთან;


6. გავუღებდი სხვადასხვა ლიდერებს ენმ-ს კარს, ვისაც მართლა შეიძლება დაეყრდნო და გავაწევრიანებდი პარტიაში;


7. მხარს დავუჭერდი მესამე პარტიებს ერთ დიდ გაერთიანებად ჩამოყალიბებაში(მესამე პოლიტიკური ცენტრი, ბლოკი, ალიანსი);


8. ბლოკის და სტატუსების გარეშე, ყველა კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტული კანდიდატების შემთხვევაში თუ სხვადასხვა სპეციფიკის გათვალისწინებით - მესამე პარტიებთან ერთად შევიმუშავებდი ბიძინას წინააღმდეგ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმებს;


9. თვითმართველობის არჩევნებზე გავიდოდი მხოლოდ ენმ და გავაკეთებდი საკუთარ კამპანიას."

 

 

 

 

ვალიაურის აზრით, ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ არჩევნებში გამარჯვება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანების გარეშეც შეუძლია. 

 

 

"ნაციონალუარმა მოძრაობამ 9 წლის თავზე დაამტკიცა რომ - დღეს უკვე მარტოსაც შეუძლია გაიმარჯვოს, იმ შედეგს რასაც ენმ აქამდე უმიზნებდა ბლოკის სახით და გაერთიანებული ოპოზიციის ტრაფარეტით - ნიკას ფაქტორის სწორად გამოყენების შემთხვევაში მარტოც აიღებს,.. ნაციონალური მოძრაობა უნდა გამოვიდეს ერთიანობების კომპლექსებიდან.მთავარი პრობლემა არის ბიძინა და მიტაცებული ხელისუფლება, არ უნდა ავცდეთ მიზანს და უნდა უფრო ზუსტად დავთვალოთ,შევძლებთ 57% აღებას ყველას ერთად ჩახარშვით თუ იქნებიან ვიღაცეები ვინც მაინც წაიღებენ შუა ხმებს და შედეგი მაინც არ იქნება?! დღეს ისე როგორც არასდროს გვაქვს შანსი გადავიდეთ სხვა ეტაპზე და თანაც ყველა მოგებული. პლურალიზმი, მრავალპარტიულობა, დომინანტობა თუ კოალიციურობა ასე ახლოს ალბათ არასოდეს ყოფილა. შუა არ უნდა გაიკრიფოს და შუა ვერ გაიკრიფება", - წერს ვალიაური

Read 287 times Last modified on სამშაბათი, 11 მაისი 2021 10:51