Back to Top
სამშაბათი, 15 ივნისი 2021 15:42

გორის მე-11 სკოლის რეაბილიტაციის საკითხი გუბერნატორთან შეხვედრისას განიხილეს

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე. რეგიონის რწმუნებულის თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თითოეულ სკოლას ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პირობები, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო და სრულფასოვან გარემოში შეძლონ განათლების მიღება.

 

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. ძირითდად ინფრასტრუქურულ პრობლემებზე ვისაუბრეთ.კონკერეტულად, პირველი რიგის პრობლემა გვაქვს გორის მე-11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ასევე მეჯვრისხევის საჯარო სკოლის. ასევე განვიხილეთ იმ სკოლების საკითხები, სადაც ცენტრალური გათბობა გვაქვს მოსაწესრუგებელი",-უთხრა რადიო "მოზაიკას" გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

Read 294 times Last modified on სამშაბათი, 15 ივნისი 2021 16:15