Back to Top
სამშაბათი, 15 ივნისი 2021 17:05

გორის მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების ადმინისტრაციის ხელფასებისთვის 6000 ლარამდე იხარჯება 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების ადმინისტრაციის ხელფასებისთვის 6 976 ლარი იხარჯება.

 

 

აღნიშნულის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოდან აცნობეს. 

 

 

სააგენტოს ცნობით 11 პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ყოველთვიური სახელფასო სარგო არ აღემატება 1000 ლარს. 

 

 

ინფორმაციისთვის, მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების ხელშეწყობისთვის 2021 წლის ბიუჯეტში 352 900 ლარია გათვალისწინებული. 

Read 263 times