Back to Top
ორშაბათი, 21 ივნისი 2021 00:36

გორის სოფელ ხიდისთავთან ავარია მოხდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში ავარია მოხდა. შემთხვევა ხიდისთავის და უფლისციხის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

​არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სწრაფად გადაადგილდებოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა.

 

"მანქანა ძალიან არის დამტვრეული, გასაკვირია რომ იქ ვინმე გადარჩა" , - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა მძღოლმა და მგზავრებმა უარი თქვეს ჰოსპიტალიზაციაზე და განაცხადეს, რომ თავს კარგად გრძნობენ.

 

მომხდარზე გორის პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

Read 1054 times