ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე დაესწრო.გუბერნატორის თქმით მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეწარმეების ცნობადობის გაზრდას.
"უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი შიდა ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ლოკაციაა, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორს საინტერესო სერვისებს სთვაზობს. დღეს ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. მასგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეწარმეების ცნობადობის გაზრდას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და დამატებით მუზეუმისთვის მეტი დამთვალიერებლის მოზიდვას. რა თქმა უნდა, პანდემიის გათვალისწინებით ტურისტების მიღება მოხდება რეკომენდაციების სრული დაცვით" - აღნიშნა რწმუნებულმა.