Back to Top
ორშაბათი, 28 ივნისი 2021 15:08

შიოშვილი: გახარიას გუნდში 80% ყოფილი „ნაციონალები“ არიან და მათთან გაერთიანებასაც არ გამოვრიცხავ

Rate this item
(0 votes)

"ქართული ოცნების" გორის ოფისის აღმასრულებელი მდივანი მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მოლოდინებს განიხილავს და აცხადებს, რომ შიდა კვლევების მიხედვით გორში "ქართული ოცნება" ისევ ლიდერობს და ის, შედეგსაც შესაბამისს ელოდება.

 

ყოფილი პარლამენტარის აზრით, თუ არჩევნების მეორე ტური გაიმართება, შესაძლოა გახარიას გუნდი დანარჩენ ოპოზიციას შეუერთდეს და ასე სცადოს მმართველ გუნდთან დაპირისპირება.

 

"ვეცდებით პირველივე ტურში დავასრულოთ გორში არჩევნები. იმ შემთხვევაში თუ მეორე ტური გაიმართება, არ არის გამორიცხული გახარიას გუნდის წევრები გაერთიანებულ ოპოზიციას, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობასაც" შეუერთდნენ, არაფერია ამაში გასაკვირი, რადგან პარტიას, რომელსაც "საქართველოსთვის" დაარქვეს 80% ყოფილი ნაციონალები არიან", - აღნიშნა, თამაზ შიოშვილმა გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" რომლის სრული ვერსიის ნახვა მაყურებელს, 29 ივნისს, 22 საათზე, რადიო "მოზაიკას" ფეისბუქ გვერდზე შეეძლება.

 

Read 988 times