ამის შესახებ რადიო "მოზაიკა" გასულ კვირას წერდა, თუმცა მაშინ აღნიშნული ინფორმაცია გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა არ დაადასტურა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მოადგილეების პოზიციებს შიოშვილი და ღვინიაშვილი დაიკავებენ.
ამავე თემაზე: გორის მერის ერთ-ერთ მოადგილედ თამაზ შიოშვილის კანდიდატურა განიხილება
შეგახსენებთ, რომ მერის მოადგილეების პოზიციები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვლმა თანამდებობები დატოვეს და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.
ამავე თემაზე: გორის მერის მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს და გახარიას გუნდს შეუერთდნენ