Back to Top
სამშაბათი, 29 ივნისი 2021 11:24

პირველადი დახმარების შესახებ ტრანსპორტის სააგენტომ შეხვედრა გამართა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში დასაქმებულ მძღოლებს, კონტროლიორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თემაზე საინფორმაციო სახის შეხვედრა ჩაუტარდათ.

 

ტრენინგის დროს განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა - პირველადი სამედიცინო დახმარება გონის დაკარგვის დროს, ღია და დახურული ჭრილობები, პირველადი სამედიცინო დახმარება ელექტროდენის დარტყმის დროს, ეპილეფსიის დროს, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დიაბეტის შემთხვევაში და ა.შ.

 

ტრენინგები ოთხ ეტაპად ჩატარდა და ყველა მძღოლი და კონტროლიორი გადამზადდა. ტრენინგებს უძღვებოდა ამავე სააგენტოს თანამშრომელი მაყვალა ბერიშვილი, საინფორმაციო სახის შეხვედრაში ჩართულები იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ექთნებიც

 

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატებს მიიღებენ.

Read 248 times