Back to Top
სამშაბათი, 29 ივნისი 2021 12:21

დავით ქაცარავა პარლამენტარებს თამარ მეარაყიშვილის საკითხით დაინტერესებას ურჩევს 

Rate this item
(0 votes)

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის შესახებ წერს და პარლამენტის წევრებს მისი საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

 

 

ქაცარავას თქმით, ერთ წელზე მეტია მეარაყიშვილი დახმარებას ითხოვს ხელისფლებისგან, მაგრამ მის პრობლემაზე რეაგირებას არავინ ახდენს.

 

 

"თამარ მეარაყიშვილი გახლავთ მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ახალგორში, არის სამოქალაქო აქტივისტი და თავდაუზოგავად ებრძვის უსამართლობას, როგორც ოკუპირებულ, ასევე არაოკუპირებულ ნაწილში. არ დავიწყებ იმ პრობლემების ვრცელი სიის ჩამოწერას, უბრალოდ გავაჟღერებ თამარ მეარაყიშვილის ძალიან მნიშვნელოვან და საფუძვლიან პრეტენზიას ჩვენი ხელისუფლების მიმართ.  თამარ მეარაყიშვილი ითხოვს საქართველოს მთავრობის ყურადღებას წელიწადზე მეტია და ის ჩინოვნიკი, ვისაც პირველ რიგში ეკუთვნის ამ ადამიანთან მინიმუმ კომუნიკაცია და მისი პრობლემების გაზიარება, ვერ იცლის წელიწადზე მეტი, რომ ელემენტარულად დაელაპარაკოს. მიხვდით ალბათ, ვისაც ვგულისხმობ, მაგრამ ეს ჩინოვნიკიც და მთლიანად სამინისტროც "მკვდარზე ვენოკია", არაფრის მაქნისი და არაფრის გამკეთებელი. ამიტომ, აქედანვე მივმართავ პარლამენტარებს - დაინტერესდით ამ ადამიანის ბედით და პრობლემებით, დაეკონტაქტეთ, გაიგეთ რა უჭირს და რაში სჭირდება თქვენი დახმარება, დააყენეთ ეს საკითხი პარლამენტში და ზოგადად, მეტი დრო და ენერგია დაუთმეთ ოკუპაციის საკითხებს!", - წერს დავით ქაცარავა. 

Read 225 times Last modified on სამშაბათი, 29 ივნისი 2021 12:28