"მერიის დახმარებით, ჩვენი ვეტერანები წელს მეოთხედ მიდიან ზღვაზე. ამ ბიჭებმა თავისი ვალი მოიხადეს და ისინი უფრო მეტს იმსახურებენ. ვუსურვებ კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას. ჩვენ რაც შეგვეძლება, ყველანაირად მათ გვერდით ვიქნებით",- განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ვეტერანები ზღვისპირეთში გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ გააცილეს.