Back to Top
სამშაბათი, 29 ივნისი 2021 14:10

თავზარაშვილი: ღვინიაშვილი მოადგილედ გუბერნატორის და პარტიის რეკომენდაციით დავნიშნე 

Rate this item
(0 votes)

გორის მერის მოადგილეები ყოფილი პარლამენტარი, თამაზ შიოშვილი და "სილქნეტის" რეგიონალური წარმომადგენელი, ნიკოლოზ ღვინიაშვილი გახდნენ.

 

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, რის მიხედვით და როგორ მოხდა მათი შერჩევა აღნიშნული პოზიციებისთვის. თამაზ შიოშვილზე, გორის მერი ამბობს, რომ პირადი ურთიერთობა ჰქონდა მის მიერ შეირჩა, 33 წლის ღვინიაშვილზე კი აცხადებს, რომ რეკომენდაცია მას გუბერნატორმა და "ქართული ოცნების" ცენტრალურმა ოფისმა გაუწია. კონსტანტინე თავზარაშვილოი არ უარყოფს, რომ ამ თანამდებობაზეც კანდიდტურა თავად შეარჩია, თუმცა საბოლოოდ, მოადგილედ მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი პირი შეარჩია.

 

"ღვინიაშვილს მანამდე არ ვიცნობდი, არ მქონდა ურთიერთობა. ახლახანს გავიცანი, სულ რამდენიმე დღეა. მოადგილეობაზე განიხილეობდა 4 კანდიდატურა. ერთ-ერთი იყო ღვინიაშვილიც. მასზე რეკომენდაცია იყო გაწეული პარტიისგან და გუბერნატორისგან. როცა გავეცანი მის გამოდილებას, დავთანხმდი მის დანიშვნას. მომაწოდეს მის შესახებ ინფორმაცია, ვნახე და ჩავთვალე, რომ მენეჯერული თვალსაზრისით ღვინიაშვილს უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე ჩემგან შეთავაზებულ პიროვნებას. როდესაც გავესაუბრე, ვნახე რომ არის კვალიფიციური განათლებული. ერკვევა ძალიან ბევრ საკითხში",- უთხრა რადიო "მოზაიკას" გორის მერმა. 

 

კითხვაზე, არის თუ არა ეს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევა გუბერნატორისა და მმართველი პარტიის მხრიდან,გორის მერი პასუხობს რომ ეს გუნდური გადაწყვეტილებაა. 

 

"რას ქვია გუბერნატორს რა ეკითხება.. ყველას ყველაფერი გვეკითხება".-აცხადებს გორის მერი.

Read 784 times Last modified on სამშაბათი, 29 ივნისი 2021 14:50