Back to Top
სამშაბათი, 29 ივნისი 2021 14:50

ამირან ქრისტესიაშვილმა შიდა ქართლში გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა დატოვა

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა.

 

ამირან ქრისტესიაშვილს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განცხადება არ გაუკეთებია. გუბერნიაში კი განმარტავენ რომ ის სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. 

 

ინფორმაციისთვის, ქრისტესიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის მარტში მაშინდელმა გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა დანიშნა. სამხარეო ადმინისტრაციაში იმ პერიოდში აცხადებდნენ, რომ ახალი მოადგილე განათლებით იურისტია და ის შიდა ქართლში დევნილეთა საკითხებზე იმუშავებდა.

 

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს საქმიანობას და შეუერთდება თუ არა ყოფილი ხელმძღვანელის მსგავსად ისიც გიორგი  გახარიას გუნდს. 

Read 427 times Last modified on სამშაბათი, 29 ივნისი 2021 15:02