Back to Top
სამშაბათი, 29 ივნისი 2021 15:02

ყოფილი პარლამენტარი, თენგიზ ხუბულური გუბერნატორის მოადგილე გახდა

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ ყოფილი პარლამენტარი, თენგიზ (თემურ) ხუბულური გახდა.

 

დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გორის მერიის ერთ-ერთმა ა(ა)იპ-მა გაავრცელა. 

 

აღნიშნულ თანამდებობაზე ხუბულურმა ამირან ქრისტესიაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

 

ხუბულურს რადიო "მოზაიკა" რამდენიმე დღის წინ ესაუბრა, სადაც მან თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ  საქმიანობას იქ გააგრძელებს, სადაც ამას გუნდი გადაწყვეტს.

 

ინფორმაციისთვის, ხუბულური პარლამეტნტარობის პერიოდში მდუმარე დეპუტატების სიაში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო ტრიბუნა არასოდეს გამოუყენებია.

 

Read 393 times Last modified on სამშაბათი, 29 ივნისი 2021 15:14