უწყება მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქალაქ გორში, 1979 წელს დაბადებული ზ.რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
პოლიციის მიერ ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ,სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და 5 მოთეთრო აბი",-აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 4 - დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.