Back to Top
ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021 10:14

შიდა ქართლის გუბერნატორის კიდევ ერთი მოადგილე თანამდებობას ტოვებს 

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორის კიდევ ერთი მოადგილე თანამდებობას ტოვებს. ნუგზარ სამსახრაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ დაკავებულ პოზიციაზე მუშაობას 1 ივლისიდან შეწყვეტს. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამის მიზეზი "პირადი სახის საკითხებია".

 

 

"2021 წლის 1 ივლისიდან ვტოვებ გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დასაწყისში მაქვს მიღებული, გადაწყვეტილება განპირობებულია ერთმნიშვნელოვნად პირადი სახის საკითხებითა და გამოწვევებით, ასევე აქვე მინდა განვმარტო რომ ეს მიზეზები აბსოლუტურად უინტერესოა ფართო საზოგადოებისთვის.  ვასრულებ ჩემს სამსახურს, ჩემს მსახურებას ჩემი სამშობლოს წინაშე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის რანგში - მშვიდობით, მეგობრობითა და ყველას მიმართ კეთილგანწყობით. მინდა მადლობა გადავუხადო სამხარეო ადმინისტრაციის გუნდს, გუნდს რომელთანაც ერთად მქონდა პატივი ვყოფილიყავი რეგიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ვყოფილიყავი რეგიონის მოდერნიზაციის დასაწყისის ერთ-ერთი შემოქმედი", - წერს სამხარაძე. 

 

 

ის განცხადებაში საჯაროდ მადლობას უხდის შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს, გიორგი ხოჯევანიშვილს, რომელიც ამჟამად გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი და გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. ასევე მამუკა საღარეიშვილს და ამჟამინდელ გუბერნატორს, ვალერიან მჭედლიძეს. 

 

 

"მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ხელმძღვანელებს - მადლობა გიგი ხოჯევანიშვილს, ამჟამად ჩემს მეგობარს, ადამიანს რომელმაც სულ რამდენიმეჯერ შეხვედრილ ადამიანს მანდო ასეთი მაღალი თანამდებობა, და ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი და ეფექტური წელიდნახევარი გავიარეთ ერთად. მადლობა მამუკა საღარეიშვილს, სწორი სუბორდინაციისა და ჩემთვის კომფორტული სამუშაო სივრცის შენარჩუნებისთვის. მადლობა ვაკო მჭედლიძეს, აბსოლიტურად ყოველმხრივ ჩემთვის მისაღები და სასურველი ხელმძღვანელია, რომ არა პირადი ხასიათის საკითხების გამო ვეღარ შეძლება სამსახურის გაგრძელებისა, დიდი სიამოვნებით ვიშრომებდი მის მხარდამხარ მომავალი წარმატებების შესაქმნელად". 

 

 

სამხარაძე ვრცელ წერილში საუბრობს ასევე მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გაწეულ სამუშაოებზე. 

 

იხილეთ სრული ტექსტი : 

 

 

 

Read 353 times