Back to Top
ორშაბათი, 05 ივლისი 2021 23:53

ბასიშვილი: საარჩევნოდ გორში ძალიან საინტერესო ამბები დატრიალდება

Rate this item
(0 votes)

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი წინასაარჩევნო პროგოზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესების განვითარების კუთხით გორი შემოდგომით გამორჩეული ქალაქი იქნება.

 

მისი აზრით, ყოგილ პრემიერს, გიორგი გახარიას შიდა ქართლში, სხვა რეგიონებთან შედარებით მეტი მოკავშირეთა ჯგუფი ჰყავს, რომელიც მმართველ გუნდს საარჩევნოდ ხმებს წაართმევს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ბასიშვილი ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარება ოპოზიციამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს და "ქართული ოცნების" ყოფილი და ამჟამინდელი გუნდის დამარცხება შეძლოს.

 

"გორში "ქართულ ოცნება“ გახარიას გამო ისედაც კარგავს ხმებს. შიდა ქართლში და კერძოდ გორში, თავის დროზე, დიდი გავლენები ჩამოუყალიბდა გახარიას კლანს. მხედველობაში მყავს საბანაძე-ხოჯევანიშვილების კლანი. გახარიას კლანს წარმოადგენენ წვრილ-წვრილი ბიზნესმენებიც, რომლებსაც ტენდერები მოაგებინეს მოკლედ, ფული აშოვნინეს.გორში ძალიან საინტერესო ამბები დატრიალდება. ეს ოპოზიციამ საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, მაგრად უნდა დავდგეთ და „ოცნებას“ არჩევნების გაყალბების უფლება არ მივცეთ. 2012 წლის მერე გორში, ძირითადად მეორე ადგილზე გავდივართ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჩვენი კანდიდატი გორში პირველ ადგილზე გავიდა. ჩათვალეთ, რომ 30%- იანი პარტია ვართ არადა, გორში იმდენი ფული დახარჯეს. მთელი დესანტი აქ იყო გადმოსროლილი. საბანაძიდან დაწყებული, ოხანაშვილით დამთავრებული, ყველა „ოცნების" ხმებზე მუშაობდა", - ამბობს ბადრი ბასიშვილი.

Read 293 times