Back to Top
სამშაბათი, 06 ივლისი 2021 13:51

„ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“-მერეთში პროექტი ხორციელდება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ პროექტი ხორციელდება, რომლის მიზანი 14-დან 29- წლამდე ახალგაზრდების გაძლიერება და გააქტიურებაა.

 

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ გამოავლინონ საკუთარ თემში არსებული პრობლემები და მოახდენენ მათ ადვოკატირებას.

 

"ახალგაზრდები შეძლებენ გამოავლინონ თავიანთ თემებში არსებული პრობლემები და მოახდინონ მათი ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საზოგადოების მიერ ახალგაზრდების მხარდაჭერის გაზრდა - სათემო ინიციატივებისა და საინფორმაციო კამპანიების საშუალებით, თემის წევრებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდების როლზე, მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა, რათა მათ ხელი შეუწყონ ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უზრუნველყონ მათი საჭიროებებისა და პრობლემების გათვალისწინება",- ამბობენ პროექტის ორგანიზატორები

 

 

პროექტს ახორციელებს ქეა კავკასია (CARE) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“.

Read 137 times Last modified on სამშაბათი, 06 ივლისი 2021 13:53