ბავშვობიდან პროტესტი მქონდა მსგავსი გამონათქვამების მიმართ და პირდაპირ გამოვხატავდი პროტესტს, როცა ადამიანებთან დამოკიდებულებები განსხვავდებოდა არა მხოლოდ სქესობრივი, არამედ ეროვნული, რელიგიური და სოციალური მდგომარეობის მიხედვით! –ეს ყველაფერი უნდა აღიქმებოდეს საზოგადოებისგან, როგორც მათი უფლებების ხელყოფა და კანონით უნდა ისჯებოდეს! ამაზე უნდა იზრუნოს სასკოლო საზოგადოებამ, ხოლო სკოლის დირექციამ მწვავე რეაგირება უნდა მოახდინოს მსგავს ფაქტებზე.
მინდა მოვუწოდო მათ:
ძვირფასო მასწავლებლებო, ბავშვებთან ურთიერთობისას იფიქრეთ თქვენ საქმეზე და პროფესიულ მოვალეობებზე, ეფექტურ გაკვეთილებზე და მოსალოდნელ შედეგებზე, მოსწავლეების გონებრივ შესაძლებლობებზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე! და არამც და არამც - ბავშვების სქესზე და სხვა ფიზიკურ თუ სოციალურ განმასხვავებელ ნიშანზე! და გიყვარდეთ, გიყვარდეთ ისინი! თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ მასწავლებლობა თქვენი საქმე არაა!
ბავშვებო, ჩემო საყვარელო გოგონებო და ბიჭებო! თქვენ მხოლოდ იფიქრეთ თქვენ მომავალზე, თქვენ შესაძლებლობებზე, თქვენ სურვილებზე, მიზნებზე, ოცნებებზე და ჯიუტად იარეთ ამ გზაზე! და არ შეგაფერხოთ ადამიანების არასწორმა და დისკრიმინაციულმა ქმედებებმა! უკანმოუხედავად იარეთ წინ, თქვენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისაკენ. იზრუნეთ, რომ მსგავსი შეცდომები არ დაუშვათ და ისწავლეთ, იკითხეთ, იფიქრეთ... გამოგვძალეთ, გვიმსახურეთ, ვისაც რა შეგვიძლია! - თქვენ (ჩვენ-ერთად!) უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომ ყველამ (ყვე-ლამ!) კომფორტულად და ღირსეულად ვიგრძნოთ თავი!