Back to Top
ორშაბათი, 10 მაისი 2021 14:10

ნინას არტი - ნინო დავითელაშვილის ნაქსოვი სათამაშოები

Written by
Rate this item
(2 votes)

ნინო დავითელაშვილი ბავშვობიდან ქსოვს, მაგრამ სათამაშოების დამზადება ორი წლის წინ დაიწყო.

 

პროფესიით ექთანია, თუმცა ქსოვა მისი ჰობია, რომელიც ბოლო წლებია მისი შემოსავლის ძირითადი შემოსავლის წყაროა.


"ბავშვობიდან ვქსოვ ალბათ 8 წლიდან. მახსოვს, პირველად წინდების ქსოვა ვისწავლე. თავდაპირველად ჩხირებით ვქსოვდი. რამდენიმე წლის წინ ვისწავლე ყაისნაღით ქსოვა, ინტერნეტის დახმარებით. 2 წელია, რაც სათამაშოებს ვქსოვ. ძალიან მომწონს ეს საქმე. ბედნიერი ვარ, როცა ზუსტად ისეთი გამოდის, როგორიც ჩავიფიქრე".

 

ნინომ პირველი სათამაშო შვილისთვის მოქსოვა.

 

"თავდაპირველად ჩემს გოგონას მოვუქსოვე თოჯინა. შემდეგ საჩუქრად მოვქსოვე, რა თქმა უნდა, უკეთესი გამომივიდა. შემდეგ ცხოველები მოვქსოვე და ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავდე. მოწონება დაიმსახურა და ფასები მკითხეს. რადგან ხალხი დაინტერესდა ჩემი ნამუშევრებით, გადავწყვიტე, ამ საქმით ჩემი შემოსავალი გამეჩინა", - ამბობს ნინო.


 

ნინო სამომავლოდ მოსწავლეები აიყვანაზეც ფიქრობს.


"სათამაშოებს ვქსოვ ბამბის ან საბავშვო ანტიალერგიული ძაფით, ფორმას ვაძლევ სილიკონით. ვინაიდან 2 მცირეწლოვანი შვილი მყავს, დიდხანს ვერ ვუთმობ დროს, დღეში 3 საათი მხოლოდ. მაქვს ჩემი ნამუშევრების ფეისბუქ გვერდი. შემოთავაზება მქონდა მოსწავლეები მყოლოდა, ამჟამად დრო არ მაქვს, მაგრამ სამომავლოდ ვაპირებ, რომ გავაკეთო სასწავლო წრე და დაინტერესებულ ადამიანებს ქსოვა ვასწავლო".

 

Read 857 times