Back to Top
ოთხშაბათი, 19 მაისი 2021 20:39

როგორ აქცია ხელსაქმე შემოსავლის წყაროდ - ლიკა მზარეულიშვილის ისტორია 

Written by
Rate this item
(0 votes)

" სახლში ვიყავი უმუშევრად, სულ ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რაც შემოსავალს გამიჩენდა და დროს ფუჭად არ დავხარჯავდი", - ამბობს ლიკა მზარეულიშვილი, რომელმაც ხელით შექმნილი ჩანთების გაყიდვა გადაწყვიტა და როგორც ამბობს, მისმა ჩანაფიქრმა გაამართლა.

 

 

 

პროფესიით ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტია, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით არ მუშაობს, ამიტომ საკუთარ თავში აღმოჩენილი უნარის წყალობით, მცირედი შემოსავლის მიღების გზა მოძებნა. 

 

 

მისი ნამუშევრები დიდ მოწონებას იმსახურებს და შეკვეთებსაც ხშირად იღებს. 

 

 

 "არ მინდოდა სახლში უქმად ვმჯდარიყავი, სხვადასხვა მიმართულებით ვცადე ბედი, ვაჭრობაც კი დავიწყე, მაგრამ ვერ გაამართლა. ამის შემდეგ ჩანთების მოქსოვა გადავწყვიტე. ყოველთვის მიყვარდა ხელით შექმნილი აქსესუარების დამზადება, ვაკეთებდი და ჩემს მეგობრებს ვჩუქნიდი", - ამბობს ლიკა. 

 

 

 

მისი თქმით, ჩანთების დამზადება შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო პროცესია. ცდილობს, მომხმარებლის სურვილი მაქსიმალურად გაითვალისწინოს და ხარისხიანი ნამუშევრები შექმნას. 

 

 

 

 

"ჩანთის დამზადებას ბევრი დრო სჭირდება, ერთ ჩანთას ერთ სრულ დღეს ვანდომებ, შრომატევადი საქმეა. ჩანთის ფორმას და ვიზუალს დამკვეთის სურვილის მიხედვით ვქმნი, თუმცა არის ნამუშევრები, რომელიც ჩემი ინტერპრეტაციით არის შექმნილი. ვცდილობ, გაკეთებული პრინტი იყოს კრეატიული და ორიგინალური. ჩემთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. ძალიან მახარებს სხვებზე ჩემი ნამუშევრების დანახვა", - გვითხრა ლიკამ.

 

 

 

ლიკას სურვილია, ჰქონდეს საკუთარი სახელოსნო, სადაც შეჭირვებულიოჯახებში მცხოვრებ გოგონებს ხელსაქმეს შეასწავლის.

 

 

 

"სამომავლოდ ვაპირებ ჩემი საქმის გაფართოებას. ვფიქრობ ამ საქმიანობით შესაძლებელია შემოსავალის გაჩენა. თუ გარკვეულ ეტაპზე პროფესიით ვერ მუშაობ უნდა ეძებო სხვა ალტერნატივა. იზოლირებული ფართი, რომ მქონდეს სიამოვნებით ვასწავლიდი გოგონებს, ვისაც ამის ინტერესი ექნებოდა, სოციალურად დაუცველებს ან შეჭირვებული ოჯახის შვილებს, ვისაც თუნდაც იმის საშუალებაც არ აქვს კურსები გაიარონ და ხელსაქმე ისწავლონ. ეს ჩემს სამომავლო გეგმებში მაქვს, იმედია ყველაფერი გამოვა", - ამბობს ლიკა მზარეულიშვილი.

Read 396 times Last modified on ოთხშაბათი, 19 მაისი 2021 21:28