Back to Top
ორშაბათი, 21 ივნისი 2021 13:32

ვინ იყო ელენე გოგებაშვილი და რა აკავშირებდა იაკობთან ?

ელენე იაკობის ასული გოგებაშვილი - ვკითხულობთ საფლავის ქვაზე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის სასაფლაოზეა.

 

 

ადგილობრივები ამ საფლავს იაკობ გოგებაშვილის შვილის საფლავად მიიჩნევენ, რადგან გადმოცემით იციან, რომ იაკობ გოგებაშვილს შვილი მოახლემ გაუჩინა, რომელიც მეჯვრისხევიდან იყო. 

 

 

ისტორიულ წყაროებში გოგებაშვილის შვილზე ოფიციალური ცნობები არ მოიპოვება. მეტიც, ვკითხულობთ რომ გოგებაშვილი არასოდეს დაოჯახებულა, რადგან მძიმე დაავადებით იყო ავად (ტუბერკულიოზით დაავადდა კიევში სწავლის დროს). 

 

 

 

ფოტო: გვერდი "მეჯვრისხევი"

 

იაკობი 1879 წლიდან იოსებ მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონის მუშაობაში მონაწილეობდა, რომელმაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას შეუწყო ხელი.

 

იოსებ მამაცაშვილს სამი ქალიშვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთი იაკობმა საკუთარ თავზე მეტად შეიყვარა, მაგრამ ვერაგი დაავადების გამო იძულებული იყო, ბედნიერებაზე უარი ეთქვა.

 

 

იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, მეჯვრისხევში ელენე იაკობის ასული გოგებაშვილი გარდაიცვალა, რომელსაც ზოგიერთები იაკობის შვილად მიიჩნევდნენ.

 

 

 

 

არსებობს ინფორმაცია, რომ მწერალი ყოფილი მოახლის ოჯახს ფინანსურ დახმარებას უწევდა და როცა ელენე გათხოვდა, მზითვად ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები უყიდა.

 

 

ამბობენ, რომ ელენეს სახლში იაკობის ნაჩუქარი და მისი ხელმოწერილი ნივთები ინახებოდა. ელენე გოგებაშვილი მეჯვრისხევში დიმიტრი მახათაძეს გაჰყვა ცოლად და ხუთი შვილი გააჩინა.