გორში, უბნებში მოსახლეობის დასახლება 1579 წლიდან დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სვეტიცხოვლის მამულების განახლების წიგნში ვკითხულობთ, ხოლო 1660 წლის წყალობის წიგნის მიხედვით, გორში ვარდის უბანში სახლ- ბაღი და ყმის სახლები პირველად ხუდადა ხოჯაშვილს ჰქონია.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ტაძრებიდან თიღვის წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი ერთ-ერთია. 2008 წლის ომის შემდეგ, სოფელი თიღვა რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ონისე დოიჯაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს შეეწირა. იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითში იზრდებოდა.
დიდი ლიახვის ხეობის, სოფელ ქურთაში მცხოვრები ჰამლეტ, მამუკა და გალაქტიონ ხაჭაპურიძეები ბიძაშვილები იყვნენ. 2005 წლის 6 ივნისს, ცხინვალში სატვირთო მანქანის საყიდლად, ხაშურის სოფელში მცხოვრებ მამუკა ლომიძესთან ერთად, ჩავიდნენ.
პეტრე ბაგრატიონი 1765 წელს დაღესტანში დაიბადა. იგი წარმოშობით ქართველი ბაგრატიონთა გვარიდან იყო. ისტორიულ წყაროებში იხსენიება, როგორც 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის გმირი.
მერაბ კოსტავას ქუჩა გორში 1991 წლიდან არსებობს. საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს ქუჩა 26 კომისრის სახელწოდებას ატარებდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, 1991 წლის 12 თებერვალს, მას სახელი შეუცვალეს და მერაბ კოსტავას ქუჩა უწოდეს.
ჭალი - კვერნაკის დასახლებაში, ერთ - ერთ მთავარ ქუჩას ირაკლი აბრამიშვილის სახელი ჰქვია. ადამიანი, რომელიც ცხინვალში სხვების გადასარჩენად არაერთხელ შებრუნდა, თავად დაიღუპა.
დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქემერტში დაბადებული მერაბ მინდიაშვილი 1991წლის 18 მარტს რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს, ოსმა სეპარატისტებმა ერედვის გზაზე კუნძზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს.