ელენე იაკობის ასული გოგებაშვილი - ვკითხულობთ საფლავის ქვაზე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის სასაფლაოზეა.
თამუნა ჯამელაშვილმა ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება ერთი წლის წინ დაიწყო. პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში აკეთებდა საახალწლო სათამაშოებს და სოციალური ქსელის საშუალებით ყიდდა.
სოფელ მეჯვრისხევში სოფლის დღესასწაული "უსანეთობა" ყოველ წელს, აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. ტაძარი, რომელსაც უსანეთას ეკლესიას ეძახიან, წმინდა გიორგის სახელობისაა და მე-17 საუკუნეშია აგებული.
გორის მუნიციპალიტეტის მე-11 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, დავით ბოლოთაშვილის ესსე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალშია. მისი მასწავლებლის, ლიკა მელთაურის თქმით, ჟიურმა ორიგინალურ თემად აღიარა და საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
" სახლში ვიყავი უმუშევრად, სულ ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რაც შემოსავალს გამიჩენდა და დროს ფუჭად არ დავხარჯავდი", - ამბობს ლიკა მზარეულიშვილი, რომელმაც ხელით შექმნილი ჩანთების გაყიდვა გადაწყვიტა და როგორც ამბობს, მისმა ჩანაფიქრმა გაამართლა.
ჩემს ქალაქში იშვიათი ადგილები ბევრია. ჩემთვის იშვიათი, თორემ სხვებისთვის ეს ადგილები ჩვეულებრივია, არაფრით გამორჩეული, ქალაქის ყოველდღიურობაში ჩაკარგული და ზოგჯერ შეუმჩნეველიც... ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ მარტოობის ჟამს, "სევდიანი ფიქრების გასაქარვებლად", ამ ადგილებს ვსტუმრობ.
ავტორი: თიკო გოგატიშვილი
ცხადია ჩვენი, მშობლების მიზანია აღვზარდოთ ჩვენი შვილები ჯანსაღი სხეულით, ფსიქიკით, ურთიერთობებით და ეს ხდებოდეს ისეთ გარემოში, როგორიც ამ ყველაფერს შეუწყობს ხელს.