ავტორი: მარიამ გაბლიშვილი
ეკონომიკური განვითარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მოქალაქეების დასაქმებაა - მათ უნდა ეძლეოდეთ საშუალება, დასაქმდნენ და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ეს კი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ცალკეული ადამიანების პიროვნულ-პროფესიულ ზარდასაც შეუწყობს ხელს.
“ჩემი მშობლები ხშირად იხსენებენ, რომ ბავშობიდან მიყვარდა სხვების დახმარება, საკუთარ სათამაშოებს და თითქმის ყველა ნივთს სხვა ბავშვებს ვუზიარებდი და ვჩუქნიდი ხოლმე. სიმართლე გითხრათ, სამოქალაქო აქტვიზმიც სწორედ ამ კუთხით დავინახე და დღემდე ასე ვარ, ეს ჩემთვის სხვების დახმარების, გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის ინსტრუმენტია”.
1998 წლიდან გორში ,,კეთილდღეობისა განვითარების ცენტრი’ მუშაობს. ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასახმარებლად შეიქმნა. ორგანიზაციას თინა ბრეგვაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც ცენტრის ოფიციალურად დარეგისტრირებამდე ერთი დღით ადრე, გორის ენტრალურ მოედანზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეკრება მოაწყო.
ავტორი: მარიამ მაისურაძე
ეკონომიკური გაძლიერების გზაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების უპირველეს საფუძველს განათლება წარმოადგენს.
70 წლის თამარ დავითაშვილს 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 2 შვილთაშილი ჰყავს. პროფესიით მასწავლებელ ბებიასთან შვილიშვილები დროს ბედნიერად და საინტერესოდ ატარებენ. ერთად გეგმავენ და ქმნიან ისეთ თავგადასავლებს, რომლებიც 70 წლის თამარს ოცნებების ასრულებაში ეხმარება.
ავტორი: ლელა გიუნაშვილი
ლუკას ახლახან ჩაეძინა. ვუყურებ და ვფიქრობ, უკვე რამდენიმე რამ მასწავლა ამ პატარა არსებამ. მის გაჩენამდე მხოლოდ დედობა კი არა, სამყაროც კი სხვანაირი მეგონა. ახლა ბევრ რამეს სულ სხვა თვალით ვუყურებ და ზუსტად ვიცი, რომ მისი გაზრდა-აღზრდის პროცესში კიდევ ბევრი სიახლე მელის.
ავტორი: ნინი ოთინაშვილი
ბოლო ერთი წელია, რაც პანდემია გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და დაიწყო თითოეული ადამიანის ცხოვრების შეცვლა. ვირუსმა არამარტო ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი განწყობები და ემოციებიც შეცვალა.
თიკამ სამი წლის წინ ერთ-ერთ მაღაზიაში დიდი თოვლის ბაბუა დაინახა და მისი ყიდვა მოუნდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმაზე გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე წარმოედგინა. თოვლის ბაბუა კარგად დაათვალიერა და პირველად დაფიქრდა, რამდენად შეძლებდა მისი მსგავსის დამოუკიდებლად გაკეთებას.
ავტორი: თამარ უთნელიშვილი, სკოლა „თამარიონის“ ხელმძღვანელი
ქალი და მამაკაცი. გოგონა და ვაჟი. სტერეოტიპები, გადაგვარებული ტრადიციები, რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება საზოგადოებისგან და სკოლაში ჯერ კიდევ ჩვეულებად დარჩენილი საშინელი, ჩემთვის, პირადად, მიუღებელი და დანაშაულთან გათანაბრებული მიმართვები: „რატომ არ იცი გაკვეთილი? გოგო მაინც არ იყო!“, „რანაირად იცინი? ბიჭი ხარ?“, „შენ გოგო ხარ და მეტი მოგეთხოვება!“, „ბიჭი ხარ და უნდა დაუთმო“, და ა.შ. - ესაა პირდაპირი ძალადობა ბავშვების ფსიქიკაზე და არანაირი დიდაქტიკური და განმავითარებელი დატვირთვა არ აქვს. ესაა დრომოჭმული, საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერგამოსული მასწავლებლების დამოკიდებულება, რომელთაც მიუხედავად მათთვის გამართული უამრავი ძვირადღირებული ტრენინგისა თუ სემინარისა, ვერ გაუაზრებიათ ვერც ბავშვის ფსიქოლოგიის საფუძვლები და ვერც ბავშვთა უფლებები, ყველანაირ გენდერს რომ თავი დავანებოთ.