ავტორი: გიორგი ედიშერაშვილი
როგორც წესი ჩემს გადაწყვეტილებებს, ცხოვრება გავაგრძელო სხვა ურბანულ სივრცეში, ახლო გარემოცვა (სამეგობრო, ოჯახი) ყოველთვის სკეპტიკურად აფასებს. არადა, ბოლო ათწლიანი ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა ახალ კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესი.
წარმატებული ჯარისკაცი, „პატრიოტი ფერმერი“, ჩემპიონი კრივში, ვაშინგტონის და შოტლანდიის მარათონების მონაწილე; პრინცი ჰარის მიერ ორგანიზებული შეჯიბრების ვიცე ჩემპიონი - ეს მისი მიღწევების არასრული ჩამონათვალია. გიორგი ბოჭორიშვილი მე-15 წელია ქვეყნის სამსახურშია. 2008 წლის ომის დროს, 20 წლის იყო.
ადამიანების უმრავლესობა თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ინტერნეტში ატარებს - კითხულობს სტატიებს, სქროლავს სოციალურ ქსელებს ან ადამიანებთან საუბრობს. ნელ-ნელა ინტერნეტის მოხმარება ანაცვლებს იმ საქმეებს, რითიც თავებს ადამიანები ძველად ირთობდნენ.
"მოგზაური" - ასე ჰქვია ახალგაზრდულ კლუბს, რომელიც მაია მიხანაშვილმა 12 წლის წინ შექმნა. კლუბის შექმნა მასწავლებელმა ახალგაზრდების გასააქტიურებლად გადაწყვიტა.
“ახალგაზრდული კლუბი “მოგზაური“ რამოდენიმე წელია არსებობს. აქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა თემებით ინტერესდებიან. როდესაც სკოლაში მუშაობა დავიწყე, ძალიან პასიური სასკოლო ცხოვრება იყო, იდეაც აქედან წამოვიდა. კვირაში ერთხელ ვიკრიბებით, ასე რეგულარულად, თუ საჭიროა მთელი კვირაც აქ ვართ. გააჩნია, აქტივობები როგორ არის დაგეგმილი“, - გვიყვება მაია მიხანაშვილი.
ის კარალეთის #1 საჯარო სკოლაში ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მაიას უნდა, რომ ახალგაზრდებს სამოქალაქო კულტურის განვითარებაში საგაკვეთილო პროცესის მიღმაც დაეხმაროს.
"ამ ჯგუფის მიზანია მოსწავლეები გააქტიურდნენ, ჩართულები იყვნენ სხვადასხვა სახის აქტივობებში და მოემზადნონ მომავლისთვის. მიეჩვივნონ პრეზენტაციებს, მეტი ინტელექტუალური შესაძლებლობები ჰქონდეთ. მოსწავლეები, რომლებმაც დაამთავრეს და წავიდნენ თავად შექმნეს მსგავსი კლუბები და გვაქვს, რა თქმა უნდა, მათთან ურთიერთობა".
კლუბს ფაქრთი გორის მუნიციპალიტეტმა გამოუყო. მაია ამბობს, რომ დაფინანსების ქონის შემთხვევაში, აქტივობებიც გამრვალაფეროვნებასაც შეძლებდა.
"პატარა ოთახში გადმოვედით, სადაც ბიბლიოთეკა გვაქვს მოწყობილი. ოთახი 25 ბავშვისთვის პატარაა. წიგნების ნაკლებობას განვიცდით, უნდათ ბავშვებს კითხვა. პროექტებიც გვქონდა, სოფელშიც შევაგროვეთ, მაგრამ არ არის საკმარისი, აქტიურ მკითხველთა წრეც გვაქვს და წიგნების პოპულარიზაციას ვეწევით, გვინდა რომ ახალი წიგნები გვქონდეს. არც ინვენტარი გვაქვს, შეხვედრებს რომ ვატარებთ ტექნიკას ვთხოულობთ მეგობარი ორგანიზაციისგან“, - გვითხრა მაიამ.
მასწავლებელი ფიქრობს, რომ სოფელში ცხოვრება იმდენად ერთფეროვანია, რომ ასეთი კლუბების ფუნქციონირება აუცილებელიც კია, რათა ახალგაზრდებმა ახალი ინტერესები აღმოაჩინონ და დრო საინტერესოდ გაატარონ.
ასეთი კლუბების არსებობა ახალგაზრდებს დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს.
ავტორი: ჯუნა შიუკაშვილი
სილამაზის სფეროში ბიზნესის დაწყება ამ დარგის სიყვარულმა გადამაწყვეტინა. საკუთარი სალონის გახსნამდე კოსმეტოლოგად ვმუშაობდი 15 წელზე მეტი. ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი საკუთარი სალონის გახსნისა, საქმის სიყვარულთან ერთად, ჩემი პაციენტების სიმრავლე იყო, თუმცა ყველაზე დიდი როლი ითამაშა სურვილმა, რომ შემექმნა მეტი სამუშაო ადგილი გორელი ქალბატონებისთვის. დღეისთვის ჩვენს ფილიალებში 60-მდე ქალბატონია დასაქმებული, ჩვენთან მოსულ მომხმარებელს კი შეუძლია 40-მდე დასახელების პროცედურით ისარგებლოს.
ავტორი: დავით ახლოური
ქართველმა რომ ღირსეულად გაუძლო ისტორიულ ქარტეხილებს, ათას განსაცდელს და მოვიდა დღემდე თავისი ეროვნული თვითმყოფადობით, ზნე-ჩვეულებებით, რწმენით და კულტურით, ამაში ჩვენს ეროვნულ მწერლობასაც მიუძღვის ლომის წილი. მორალისა და ზნეობის სადარაჯოზე მდგარი მწერალი ქვეყნის სახეც იყო და ეპოქის დესპანიც. ამის საუკეთესო მაგალითი თერგდალეულები იყვნენ - მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსული ახალი თაობა, რომელმაც საქართველოს გადარჩენა დაისახა მიზნად და ღირსეულად შეასრულა ეს მისია. ამიტომაც შერაცხა მომავალმა თაობამ მათი იდეური წინამძღოლი ილია ჭავჭავაძე ერის სულიერ მამად.
გორელმა მომღერალმა თამარ მურადაშვილმა თურქეთის მუსიკალურ კონკურსში "ახალი ხმა" მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, აპლიკაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მეგობრების დაჟინებული თხოვნის შემდეგ გააგზავნა.
ავტორი: მიშა ჩიტაძე
ამბის მოყოლას შორიდან დავიწყებ:
2008 წლის ომის შემდგომ, საერთაშორისო დახმარების ზრდასთან ერთად, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების თანადაფინანსებაზე, რაც საკრებულოსგან ყოველ პროექტზე ბიუჯეტში ცვლილებას ითხოვდა და დაკავშირებული იყო რუტინულ და დროში გაწელილ ბიუროკრატიულ პროცედურებთან. შექმნილ პრობლემაზე საპასუხოდ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა თანადაფინანსების პროგრამა, რის ფარგლებშიც ადგილობრივ ბიუჯეტში გაიწერა თანადაფინსებისთვის გამოყოფილი თანხა. ამ გადაწყვეტილებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეძლო, ზედმეტი პროცედურების გარეშე და ოპერატიულად გადაეჭრა ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები.
პროგრამის შემოღებით გაჩნდა შესაძლებლობა, მისი მოქმედება გავრცელებულიყო არა მხოლოდ საერთაშორისო და ადგილობრივ სსო-ებზე, არამედ სამეზობლო ამხანაგობებსა (კონდომინიუმების შემთხვევაში) და არარეგისტრირებულ კავშირებზეც (რამდენიმე მოსახლის გაერთიანება), რამაც 2009-10 წლებში ამ უკანასკნელთა რაოდენობისა და მათ მიერ რეალიზებული პროექტების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. დინამიკა პროგრამის მოცულობასაც დაეტყო: თუ პირველ წელს საკრებულომ მოცულობა მხოლოდ 50 000 ლარით განსაზღვრა, ორ წელიწადში იგი 200 000 ლარი გახდა.
მუნიციპალიტეტს მიეცა საშუალება, განეხორციელებინა ისეთი პროექტები, რომლებიც ცენტრალიზებული სისტემის პირობებში მის უფლებამოსილების ფარგლებს სცილდებოდა პირდაპირი ჩარევით, მაგრამ მეტისმეტად აქტუალური იყო მოსახლეობისთვის და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებდა. ამის კარგი მაგალითია სოფელ მეჯვრისხევის გაზიფიცირება: ომის შემდგომ სოფელმა დაკარგა წვდომა მიმდებარე ტყის მასივზე, საიდანაც მოპოვებული შეშა გათბობის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი გათბობის გარეშე დარჩა. მოსახლეობამ, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, შეაგროვა ფული და მატერიალური საშუალებები, ხოლო მუნიციპალიტეტმა შეავსო დეფიციტი და ეს საქმიანობა მუნიციპალიტეტის მხრიდან ჩაითვალა არა გაზიფიცირებად (რაც ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში შეჭრა და შესაბამისად, კანონის დარღვევა იქნებოდა), არამედ მოქალაქეთა ინიციატივის მხარდაჭერად. ასეთი მაგალითები საკმაოდ ბევრია.
2015-2016 წლებში ცენტრალური ხელისუფლება შეეცადა, ჩარეულიყო პროგრამის მუშაობაში და მუნიციპალიტეტს არაფორმალურად მოსთხოვა პროგრამა სახელმწიფო შესყიდვების კანონის ფარგლებში ჩაესვა, რაც არ იყო კანონის სავალდებულო მოთხოვნა. იმ ეტაპზე, გორის საინფორმაციო ცენტრის ძალისხმევით, თემის საკრებულომ უარი თქვა ცვლილების განხორციელებაზე, მაგრამ შემდგომ მაინც შეიტანა ცვლილება ხსენებულ დებულებაში. იმ ეტაპზე ცვლილება მხოლოდ გორის თემის მუნიციპალიტეტს შეეხო, ხოლო სასოფლო და ქალაქის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ ახალმა (გაერთიანებულმა) მუნიციპალიტეტმა თემის დებულებით იხელმძღვანელა და პროგრამის განხორციელების მექანიზმად დაამტკიცა.
შედეგად მივიღეთ ის, რომ შესყიდვების კანონის გამოყენებით, აბსოლუტურად გამოირიცხა მოქალაქეთა მონაწილეობა (როგორც შრომითი, ისე მატერიალური) პროექტის განხორციელების პროცესში და შემცირდა ხარჯთეფექტიანობა.
ქვემოთ მოყვანილი მაგალითი ნათლად წარმოაჩენს არსებული სისტემის ყველა ნაკლოვანებას.
სოფელ კოშკების შემთხვევა
მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარებულ სოფლის კრებაზე სოფლის მოსახლეობამ ყველაზე მწვავე პრობლემად ერთხმად დაასახელა მდინარეზე გადასასვლელი ბოგირის არარსებობა, რომლის გამოც მოსახლეობას სოფლის ერთი ნაწილიდან მეორეში მდინარეზე გადებული ფიცრის გადავლა უწევდა, ხოლო მძღოლებს – პირდაპირ მდინარეზე გავლა, რაც წვიმიან სეზონსა და ზამთარში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სოფელი მზად იყო, მიეღო შრომითი მონაწილეობა ბოგირის მშენებლობაში, ასევე, გამოეყო გარკვეული მატერიალური საშუალებები მშენებლობისთვის. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული იყო ამ პრობლემის მოგვარებისთვის თანადაფინანსება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ერთი შეხედვით, შეიქმნა იდეალური სიტუაცია მუნიციპალური თანადაფინანსების პროგრამის გამოყენებისთვის.
ჩვენი პირველადი შეფასებით, პროექტის ღირებულება, მოსახლეობის მონაწილეობის გათვალისწინებით, არ უნდა გასცდენოდა 10-14 ათას ლარს და საკმარისი იქნებოდა, მუნიციპალიტეტს შეეძინა საჭირო მასალები და განეხორციელებინა მშენებლობის ზედამხედველობა, ხოლო დანარჩენს სოფლის მცხოვრებნი საკუთარ თავზე იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ განხორციელებული ცვლილების გამო, ეს უკვე აღარ იყო შესაძლებელი და რომ არსებული რეგულაციების თანახმად, ეს სამუშაო უნდა განეხორციელებინა ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიას. ამ პირობამ საერთო პროექტის ღირებულება 23 000 ლარამდე გაზარდა დღგ-სა და მოგების გადასახადის გათვალისწინებით. ამასთან, გამოირიცხა ადგილობრივი მოსახლეობის შრომითი კონტრიბუციაც, რამაც კიდევ უფრო გაზარდა პროექტის ღირებულება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტმა გამოყო შესაბამისი სახსრები პროექტის განსახორციელებლად და ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ჩავარდა, რადგან ვერ მოიძებნა კომპანია, რომელიც დაინტერესდებოდა მცირე მოცულობის პროექტის განხორციელებითა და შესაბამისად, მცირე მოგებით. იგივე შედეგით დამთავრდა მეორე ტენდერიც. მესამე ტენდერისთვის მუნიციპალიტეტმა გაამარტივა მოთხოვნები შემსრულებლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ტენდერიც ჩავარდა.
გაჩნდა იდეა, რომ სამუშაოები ადგილობრივ სათემო ორგანიზაციას შეესრულებინა პირდაპირი მიყიდვის წესით, რომლის საშუალებასაც მესამე ტენდერის ჩავარდნა იძლეოდა. მაგრამ არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა უარი თქვა პირდაპირ შესყიდვაზე იმ მოტივით, რომ ამას აუცილებლად მოყვებოდა რევიზია ცენტრალური ხელისუფლებიდან. გაიმართა მოლაპარაკება ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან, რომელიც თავდაპირველად დათანხმდა სამუშაოს განხორციელებას, თუმცა, რიგით მე-4 ტენდერში მონაწილეობა აღარ მიიღო, სავარაუდოდ, ისევ მცირე მოგების გამო.
მუნიციპალიტეტი თანახმ იყო, კიდევ ერთი ტენდერი გამოეცხადებინა და შემსრულებლად ადგილობრივ სათემო ორგანიზაციას შეეტანა განაცხადი, მაგრამ აქ თავი იჩინა უკვე სხვა პრობლემამ: მუნიციპალიტეტს ავანსის სახით, შესაძლოა, გაეცა პროექტის საერთო მოცულობის მაქსიმუმ 20%, რაც არ იყო საკმარისი აუცილებელი მასალების შესაძენად. ასე რომ, საეჭვო გახდება საერთოდ პროექტის რეალიზება.
ეს მაგალითი ცხადჰყოფს, რომ ერთი შეხედვით მცირე ცვლილებამ შექმნა პარადოქსული სიტუაცია და რადიკალურად შეცვალა თანადაფინანსების პროგრამის არსი, გამორიცხა მოსახლეობის შრომითი და მატერიალური მონაწილეობა და შესაბამისად, თემის ამაგი (ოწნერსჰიპ) მიღწეულ შედეგზე; ფაქტობრივად, გააორმაგა ღირებულება, დროში გაწელა პროცედურები (პრობლემის გამოვლენიდან და გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა) და დიდი ალბათობით, მოსახლეობას დაუკარგა სურვილი, ხელში აიღოს ინიციატივა საკუთარი გარემოს გასაუმჯობესებლად.
აღსანიშნავია, რომ იგივე მექანიზმი მოქმედებს და შესაბამისად, იგივე ტიპის პრობლემები წარმოიშვება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული, არამედ სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა პროექტების თანადაფინანსების შემთხვევებშიც, რაც კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის ამ პრობლემას.
პრობლემის არსებობას კვლევის შედეგებიც ადასტურებს, რომელიც გორის საინფორმაციო ცენტრისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ პროექტის – “ადვოკატირება ეფექტური მონაწილეობისთვის” ფარგლებში განხორციელდა.
ყველა გამოკითხული (სსო-ები, ამხანაგობები, არარეგისტრირებული კავშირები, საინიციატივო ჯგუფები, მერიისა და საკრებულოს, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები) ადასტურებს, რომ პროგრამა მოდერნიზაციას საჭიროებს, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია.
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.