სკოლის შენობაში ამ დროისთვის ავეჯის შეტანა მიმდინარეობს.
"თითქმის მორჩა, უზომოდ დაღლილებმა, მაგრამ უზომოდ ბედნიერებმა და ნაადრევად გაჭაღარავებულებმა, აკიაფებული განათების ფონზე დავტოვეთ სკოლა. ავეჯიც მოვიდა და დაცლასაც გავართვით თავი", - ამბობს სკოლის დირექტორი, ელენე ხუციშვილი.
სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიხედვით, აშენდა Design-Build მეთოდით 150 მოსწავლეზე გათვლილი შენობა, სადაც განთავსებულია:
-12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია;
-დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია - არქივით;
-სამასწავლებლო;
-სასწავლო ნაწილის ოთახი;
-ბიბლიოთეკა წიგნსაცავით;
-ექიმის კაბინეტი;
მანდატურის/დაცვის ოთახი;
-სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის;
-კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი;
-დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
-რეკრეაცია;
-ფოიე გარდერობით, დერეფანი.
სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.